|
2024-12-24 14:47:41, 579 ნახვა
მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა
ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ესპანურ გამოცემა La Verdad-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ესპანეთის ქალაქ აგილასისა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის, საერთაშორისო წყლებში მოხდა. მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა კარტახენას პორტში გადაიყვანა, 2 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. La Verdad-ის წყაროების ცნობით, გემზე ორშაბათს, დაახლოებით, 12:30 საათზე აფეთქება მოხდა. კაპიტანი აცხადებს, რომ ავარიის მომენტში სატვირთო გემზე ცარიელი კონტეინერები იყო. სატვირთო გემი სანქტ-პეტერბურგიდან 11 დეკემბერს გავიდა, ხოლო 22 იანვარს ვლადივოსტოკში უნდა ჩასულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ „ურსა მაიორს“ სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)