|
2024-12-20 17:14:46, 449 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
XI მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიხურა. სესიის დახურვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ცესკოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის ვადის დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე. როგორც, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მან დღეს შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. კანდიდატებს შეუძლიათ ორი კვირის განმავლობაში საკუთარი განცხადება წარადგინონ. შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პარლამენტი ცესკოს პროფესიულ წევრებს აირჩევს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)