00:08 - 14 Aug, 2026
|
2024-12-20 10:23:17, 886 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ქვეყანაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც შენობებისა და ავტომანქანების დაზიანება და რამდენიმე ადამიანის დაშავება გამოიწვია. მისივე ცნობით, გოლოშეევსკის რაიონში დაშავებული ადამიანების გამო, მედპერსონალის გამოძახება გახდა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)