|
2024-12-19 14:03:49, 423 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება
20 - 21 დეკემბერს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 19 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, იაპონია, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა) 91 სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ევროსპორტზე გადაიცემა. „მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე გრძელ ტრასად აღნიშნული დისციპლინისთვის. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან წლევანდელი შეჯიბრის საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი იუსი-პეკა კინუნენი. 2025 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გაგრძელდება (28 თებერვალი - 1 მარტი - სკი კროსი, 8 - 9 მარტი - სნოუბორდ კროსი). აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში 2023 წელს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდი ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით საქართველოს კურორტები - გუდაური და ბაკურიანი მუდმივ კალენდარში მოხვდნენ, სადაც მსოფლიო თასის ეტაპები ყოველწლიურად გაიმართება. შედეგად, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართა. შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე შეფასდა. ღონისძიებები ევროსპორტსა და სხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე გაშუქდა, რომელთაც, ჯამში 50 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)