00:08 - 14 Aug, 2026
|
2024-12-18 19:45:31, 858 ნახვა
ომი უკრაინაში
ორბანი ზელენსკის - ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს, მიიღეთ ის ან უარი თქვით - ეს თქვენი პასუხისმგებლობაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. ორბანმა ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ "ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს" და ამას უკრაინა მიიღებს თუ არა მათი პასუხისმგებლობაა. "ჩვენ არ ვუპასუხებთ არცერთ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს. მიიღეთ ის ან უარი თქვით. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა",- წერს ორბანი X-ზე. შეგახსენებთ, მანამდე ზელენსკიმ ვიქტორ ორბანზე საუბრისას განაცხადა: "ვინმე სხვას ევროპაში აქვს ახლა ასეთი გამოცდილება? არავის. ორბანს ჰყავს ასეთი არმია? არა. როგორ განახორციელებს ის პუტინზე ზეწოლას? ანეკდოტით, ღიმილით? თავისთვის დაიტოვოს".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)