|
2024-12-17 14:31:31, 391 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა მეტროსადგურ „ავლაბრის" ახლად განახლებული ზედა ვესტიბიული დაათვალიერა
მეტროსადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, სხვა მეტროსადგურების განახლებაც იგეგმება.
პროექტს ასევე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი კახა ლაბუჩიძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი. პროექტი ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებას და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას. სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შემდეგ, აუცილებელი გახდა სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგრადობის დადგენის მიზნით. საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები. კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. სამუშაოები ჩატარდა მეტროსადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის" მიერ. სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4,2 მლნ ლარს. ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)