04:50 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 14:01:12, 436 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - ვინც თავს იბრმავებს, აქციებს, იქ დარბეულ ადამიანებს არ იმჩნევს, მონა და ლაჩარია!

ვინც თავს იბრმავებს, აქციებს, იქ დარბეულ, დაჭერილ ადამიანებს არ იმჩნევს და არ თანაუგრძნობს, არის მონა და ლაჩარი! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მანჯგალაძის თქმით, „ახლა ერთიანობის, სოლიდარობისა და გმირული წინააღმდეგობის დროა“.

„ჩვენი საამაყო მოქალაქეები თითქმის ერთი თვეა, ყინვის, დაჭერის, დარბევის მიუხედავად, აგრძელებენ პროტესტს, ხოლო რაღაც ნაწილი არ იმჩნევს და დუმს. 

პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინც თავს იბრმავებს, აქციებს, იქ დარბეულ, დაჭერილ ადამიანებს არ იმჩნევს და არ თანაუგრძნობს, არის მონა და ლაჩარი! 

ყველამ კარგად იცის, გლობალური ომის ძალები კი არა, რუსეთი არის მტერი. ის გვეღობება უკეთესი ცხოვრებისკენ, მაგრამ ზოგიერთი პირადი სარგებლის და გამორჩენის გამო დუმს. ასეთებს სხვა რა სახელი უნდა ვუწოდოთ, გარდა მონის და ლაჩრისა! 

კიდევ როდის და სად დასჭირდებით საქართველოს, თუ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ვერ გავიმარჯვებთ?! ახლა არის ერთიანობის, სოლიდარობისა და გმირული წინააღმდეგობის დრო!" - აცხადებს მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics