20:40 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 16:32:40, 516 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციების ახალი პაკეტის მიზანია, კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

სასანქციო სიაში მოხვდა რუსული თავდაცვის კომპანიები და გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვით ტრანსპორტირებაზე, რაც მნიშვნელოვან შემოსავლებს აწვდის რუსეთის მთავრობას. სიაში ასევე შედის ქიმიური ქარხანა, რუსული სამოქალაქო ავიაკომპანია, რომელიც წარმოადგენს რუსეთის არმიის ლოგისტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან მიმწოდებელს.

ევროკავშირმა პირველად დაუწესა სრული სანქციები (მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა) სხვადასხვა ჩინელ აქტორს, რომლებიც რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად, თვითმფრინავის კომპონენტებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ახორციელებენ“,- ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ინფორმციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics