00:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 12:09:18, 492 ნახვა

საზოგადოება
ნათია თოდუას ორგანიზებით, აქციებზე დაკავებულების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნათია თოდუა საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

მომღერალი საქველმოქმედო კონცერტზე მეგობრებთან ერთად იმღერებს.

 როგორც თოდუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, კონცერტი ბერლინში 20 დეკემბერს გაიმართება.

„ჩემი ხალხი საქართველოში იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და მომავლისთვის. საქართველო იმსახურებს, იყოს ევროპის ნაწილი. ჩემი ქართველი და ევროპელი მეგობრები გიწვევთ მუსიკალურ საღამოზე "ჩვენ ვდგავართ ქართველებთან". დასწრება უფასოა. შემოწირული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული და ძალადობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების ოჯახებს“,- წერს თოდუა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics