05:45 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 17:41:52, 482 ნახვა

პოლიტიკა
ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას წერილობით ულოცავს.

როგორც ალიევის მისალოც წერილშია ნათქვამი, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.

“ძვირფასო ბატონო ყაველაშვილო, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. აზერბაიჯანულ – ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხის ნებით, რომლებიც ისტორიულად მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში ცხოვრობდნენ და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.

მჯერა, რომ არ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“,- ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics