|
2016-03-01 18:52:00, 686 ნახვა
სამართალი
სგპ „ყაზბეგზე“ ლეკვების კანონდარღვევით შემოყვანის ფაქტი გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ სხვადასხვა ჯიშის ლეკვების კანონდარღვევით შემოყვანის ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის მოქალაქე ო.ლ. შემოვიდა, რომელმაც დეკლარაციაში დააფიქსირა 15 ძაღლი, თუმცა ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას კიდე 16 არადეკლარირებული ლეკვი აღმოაჩინეს. „პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა უკრაინის მოქალაქე ო.ლ., რომელმაც დეკლარაციაში დააფიქსირა 15 ძაღლი. ეჭვის საფუძველზე ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა კიდევ 16 არადეკლარირებული ლეკვი, კერძოდ: ჩიხუახუას ჯიშის ერთი ლეკვი, იორკშირული ტერიერის ჯიშის 12 ლეკვი და მალტეზას ჯიშის 3 ლეკვი აღმოაჩინეს. ლეკვების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 12252,721 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უკრაინის მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 12252,721 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)