|
2024-12-13 15:32:20, 441 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში, სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე მსვლელობა ერთდროულად იმართება
გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ამ წუთებში მსვლელობას საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმომადგენლები მართავენ. მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი აქვთ. მათ სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები შეუერთდებიან. მანამდე, საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით გადაინაცვლეს.
მსვლელობას მართავენ მარკეტერები და დიზაინერებიც. მოქალაქეები ამ წუთებში ვაკის პარკიდან რუსთაველის გაზმირისკენ მიემართებიან.
ასევე, მსვლელობას მართავენ ხელოვანებიც. ამ წუთებში სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოფისებისკენ მიემართებიან.
მოქალაქეები თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც არიან შეკრებილები. მათთან ერთად იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებიც.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)