|
2024-12-13 13:10:31, 386 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში მდებარე N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა უფრო დიდი შენობით ნაცვლდება
დიდუბის რაიონში N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს და უფრო დიდი შენობა შენდება. სამშენებლო სამუშაოებს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ბაღის ახალი შენობა გათვლილია 450 ბავშვზე, ძველ შენობაში კი მხოლოდ 180 ბავშვის მიღება იყო შესაძლებელი.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, თბილისის საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე. N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი რამდენიმე წლის წინ, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ახალი შენობის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. ახალი შენობა 15-ჯგუფიანი იქნება და დაახლოებით 450 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტით გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტი, რაც დადგენილია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ექნება კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით. ბაღი ახალ შენობაში 2025 წლის ბოლომდე გადავა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)