|
2024-12-10 16:04:36, 627 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა კობახიძეს, ივანიშვილს, ღარიბაშვილს და ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა
პარლამენტმა რვა დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის, მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კერძოდ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა: ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილს - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილს - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო. ასევე, საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)