|
2024-12-10 15:37:44, 519 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი - მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ
მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში განხილვის ეტაპზეა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დამატებული ღირებულების გადასახადის ჯამური მოცულობიდან, 19%-ის ნაცვლად 20% მიიმართება მუნიციპალურ ბიუჯეტებში.
მისი თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებისთვის გათვალისწინებულია 65 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა განსაზღვრულია 760 მილიონი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 90 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული ქალაქების - ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის კაპიტალური პროექტებისთვის, რაც ასევე სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტი პირველად ითვალისწინებს ახალ პროგრამას - ახალ ფონდს, რომელიც მიიმართება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის და მისი მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)