08:45 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 13:21:41, 811 ნახვა

პოლიტიკა
პავილიონისი ჰერჩინსკის - გრცხვენოდეთ - თქვენ ევროკავშირს არ წარმოადგენთ

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.

როგორც პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, „ჰერჩინსკის უნდა სცხვენოდეს - ის ევროკავშირს არ წარმოადგენს“.

„გრცხვენოდეს პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“,- წერს პავილიონისი.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო და ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობასა და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics