|
2024-12-09 23:57:20, 1391 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს 10 დეკემბერს უყრის
10 დეკემბერს, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს. საკითხის განხილვა, პლენარულ სხდომაზე გატანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მოხდება. მომხსენებელი დეპუტატი დავით მათიკაშვილი იქნება. აღნიშნულის გარდა, პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, პარლამენტის დღის წესრიგში ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც დგას. პარლამენტის საშემოდგომო სესია 13 დეკემბერს დაიხურება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)