|
2024-12-09 14:28:37, 541 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მიმდინარე კვირაში პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებს განვიხილავთ - საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე არსებობს
მიმდინარე კვირაში პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებს განვიხილავთ - ეს იქნება შემოტანა-რეალიზაციის საკითხები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პიროტექნიკის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე არსებობს.
შეგახსენებთ, გუშინ 8 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომავალი კვირის ბოლომდე მმართველი გუნდი მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც, შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აიკრძალება. კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომლის განცხადებითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივას შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე მიესალმება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)