21:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 00:41:31, 3121 ნახვა

მსოფლიო
ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში ჩავიდნენ

სირიის ჩამოგდებული პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა მასიური მეამბოხეების თავდასხმის გამო, მოსკოვში ოჯახის წევრებთან ერთად ჩავიდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS კვირას, 8 დეკემბერს საღამოს კრემლში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

„ასადი და მისი ოჯახის წევრები ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე რუსეთში ჩავიდნენ, მათ თავშესაფარი მისცეს“, - ციტირებს სააგენტო თავის თანამოსაუბრეს.

იმავე დღეს, 8 დეკემბერს, ბრიტანულმა მედია კომპანია BBC-მ, პორტალ Flightradar24-ის მონაცემების გაანალიზების შემდეგ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავი აფრინდა ლატაკიიდან, შემდეგ გათიშა ტრანსპონდერი და გაემართა რუსეთისკენ. „თვითმფრინავი შეიძლებოდა აფრენილიყო რუსეთის სამხედრო ბაზიდან ხმეიმიდან ან ლატაკიის აეროპორტიდან“, - ნათქვამია ტელეგრამის პოსტში „თვითმფრინავის ტრანსპონდერი მცირე ხნით ჩართული იყო და დაშვებამდე ისევ გამორთული იყო.

ასადის მოსკოვში ჩამოსვლა ოფიციალურად არ გამოცხადებულა.

ამასობაში საერთაშორისო მედია ინტერნეტში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციაში სირიის საელჩოს შენობიდან ამ ქვეყნის დროშა ჩამოხსნეს. დიპლომატიური წარმომადგენლობის სახელწოდების აბრაც მოიხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics