|
2024-12-08 13:20:22, 484 ნახვა
პოლიტიკა
როთი - „ოცნება“ აწარმოებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - ბუნდესტაგის უმრავლესობა მამაც ქართველ ხალხს მხარს უჭერს
„ოცნება“ აწარმოებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - ბუნდესტაგის უმრავლესობა მამაც ქართველ ხალხს მხარს უჭერს,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როთის განცხადებით, „ძალადობრივმა რეჟიმმა გამოუშვა ავაზაკების დაუდგენელი ბანდები, რომლებიც იცავენ სამართალდამცველებს, იმ სამართალდამცველებს, რომლებიც თავს ესხმიან მომიტინგეებს, ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში მუშაობენ“. "ბუნდესტაგის უმრავლესობა მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს, რომლებიც მშვიდობიანად გამოდიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპისთვის და ავტოკრატიის წინააღმდეგ. საქართველოში მმართველი პარტია აწარმოებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არღვევს კონსტიტუციას და მანიპულირებს არჩევნებით. თბილისის ქუჩებში ყველაფერი კონტროლს მიღმა რჩება. ძალადობრივმა რეჟიმმა გამოუშვა ავაზაკების დაუდგენელი ბანდები, რომლებიც იცავენ სამართალდამცველებს, იმ სამართალდამცველებს, რომლებიც თავს ესხმიან მომიტინგეებს, ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში მუშაობენ. სად არის ევროკავშირი? ჩვენ არ უნდა ვაქციოთ ზურგი“,- წერს როთი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)