11:20 - 21 Aug, 2026
|
2024-12-07 00:14:10, 470 ნახვა
პოლიტიკა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა [ვიდეო]
თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანები კვლავ გამოჩნდა. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე ასევე რობოკოპებიც განათავსეს. გასული 2 დღის განმავლობაში, წყლის ჭავლის მანქანები არ განთავსებულა არც რუსთაველის გამზირზე და არც პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე, საიდანაც წყლის ჭავლს აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებენ ხოლმე. აღსანიშნავია, რომ წყლის ჭავლის მანქანები მას შემდეგ გამოჩნდა, რა საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება მშვიდია, თუმცა ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირის დაკავება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)