|
2024-12-06 17:30:41, 449 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება
მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
ადგილზე ასევე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ. ე.წ. კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, პროექტი კი ძველი იერსახის შენარჩუნებით, შენობის აღდგენას, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟი უკვე განხორციელდა და მის ნაცვლად, მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს. დასრულებულია ასევე, ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციული გამაგრება. ამ ეტაპზე მიმდინარებს შენობის ნაწილზე შიდა სარემონტო, ხოლო ლაღიძის ქუჩის მხარეს მდებარე ფლიგელში ფასადის ლესვის სამუშაოები. გარდა ამისა, ხორციელდება შენობის ნაწილის სადემონტაჟო, კონსტრუქციული გამაგრების, მიშენების ნაწილში კი, მიწის სამუშაოები. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 27 048 791 ლარს შეადგენს, კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. პროექტი 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)