12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 17:17:32, 317 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი

ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დავით კეზერაშვილის საქმიანობა და აღნიშნა, რომ ე.წ. რადიკალებმა სტრასბურგის სასამართლოში ყველა საქმე წააგეს. 

კახა კალაძის თქმით, დავით კეზერაშვილის მიერ მითვისებული თანხები პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას ხმარდებოდა. 

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ჩვეულებრივი ყაჩაღი. ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე. ჩვენ  ვიხილეთ კონკრეტული ფაქტები, მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიებაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დიდი უბედურება არის ის, რომ ეს მოპარული თანხები, სხვადასხვა გზით, ხმარდებოდა ტელევიზიებს, ტელევიზიის თანამშრომლებს და პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას, რომ დაეძაბათ ყველაფერი, მომხდარიყო შეტაკებები, აგრესია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა სარჩელი, რომელიც ამ რადიკალების მიერ იყო გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში, წააგეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში",- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics