12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 14:13:25, 568 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - პოლიციელების მხრიდან მიდიოდა პირდაპირ ქუჩური გინება - როცა ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვექცევი

პოლიციელების მხრიდან მიდიოდა პირდაპირ ქუჩური გინება - როცა ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვექცევი,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

გვარამიამ ისაუბრა იმ ვითარებაზე, რაც პარტია „დროას“ ოფისთან მის დაკავებას უძღოდა წინ.

„ჩემს სარგებლობაში არსებულ ოფისში მიდიოდა ჩხრეკის ოპერაცია ისე, რომ ჩემთვის არაფერი არ იყო ცნობილი. მივედი და ვითხოვე ერთადერთი რამ, გამოსულიყო საპროცესო ღონისძიების ჩამტარებელი, ეთქვა, რა ხდება და შევეყვანე დამსწრედ. არაფერი მეტი არ ხდებოდა.

რაც შეეხება გინებას, პოლიციელების მხრიდან მიდიოდა პირდაპირ ქუჩური გინება... ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქუჩურ გინებას რომ ვიღებ პოლიციის მხრიდან, მივდივარ და ცხელ ხაზზე ვრეკავ... როცა ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვექცევი. ამიტომ, მე ამის დამადასტურებელი მჭირდება ყველაფერი“,- განაცხადა გვარამიამ პროცესზე.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 4 დეკემბერს დააკავეს.

დაკავება პარტია „დროას“ ოფისთან მას შემდეგ მოხდა, რაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გვარამია მივიდა და სამართალდამცველებისგან მოითხოვა, რომ იურისტის სტატუსით შეეშვაათ პარტიის ოფისში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა.

აღნიშნულს პოლიციასა და გვარამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics