|
2024-12-05 23:21:36, 384 ნახვა
პოლიტიკა
ბილ ბროუდერი - საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა
ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა,- ამის შესახებ Hermitage Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, ბილ ბროუდერმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ბილ ბროუდერმა, საქართველოში არსებულ კრიზისში კორუფციის როლთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „როგორ მუშაობს კორუფცია? ავიღოთ საქართველო და მე რამდენიმე სახელსა და გვარს დავასახელებ. არსებობს ადამიანი, ივანიშვილი, რომელიც ეროვნებით ქართველია და მილიარდერია. სად იშოვა ფული? რუსეთში. როგორ იშოვა რუსეთში ფული? „გაზპრომითა“ და სხვა სახელმწიფო კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ჩემი გამოცდილებით კორუმპირებულები არიან. ასე რომ, მან რამდენიმე მილიარდი იშოვა, დაბრუნდა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მას რუსები? ისინი ეუბნებიან, შენ ფული საეჭვო გზით იშოვე, შეგვიძლია ყველაფერი წაგართვათ, შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღვძრათ ან შეგვიძლია არაფერი გავაკეთოთ, თუ დაგვეხმარები და მას შემდეგ იგი მათ აქტიურად ეხმარება. ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა და ბატონი ივანიშვილი ამ სიტუაციაში აქტიურ როლს თამაშობს. ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს კორუფცია. მეორე მაგალითი ის არის, რომ ხელისუფლებაში მყოფ კორუმპირებულ ადამიანებს არ სურთ, რომ მომავალმა მთავრობამ ისინი გამოიძიოს და რას აკეთებენ ისინი? ისინი ძალაუფლებას არ თმობენ და ამას აკეთებენ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრით, არჩევნების გაყალბებით. ყველაფერი ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია და ამიტომაც არის კორუფცია მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ბილ ბროუდერმა.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)