13:43 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 21:53:48, 546 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ყველა რომ დაგვიჭირონ, ყველა რომ ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ

ყველა რომ დაგვიჭირონ, ყველა რომ ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ მაინც,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას პარტიების ოფისებში პოლიციის შესვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ოფისების დარბევისა და დაპატიმრების არავის ეშინია“.

„არავის არ ეშინია არც ოფისების დარბევის და არ დაპატიმრების. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აკავებენ, ჩვენ გავუწევთ სათანადო დახმარებას, რამდენადაც შესაძლებელია ასეთი რეჟიმის პირობებში. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ბრძოლა გრძელდება. გასაგებია, რომ ახლა არის გადატეხაზე - ვის შეეშინდება და საით გადატყდება. არავინ აქეთ მხარეს გაჩერებას არ აპირებს და რაც მთავარია, გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და იბრძვიან. მთავარი რაც არის და რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ აქ ვინც იყო ახლა შეკრებილი და ვინც კიდევ აქ არ იყო მოსული, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ყველა რომ ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ მაშინ. ეს არის მთავარი. ბრძოლა უნდა გააგრძელოთ მაინც, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ ნებისმიერ შემთხვევაში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 4 დეკემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და „დროას“ ოფისებში პოლიცია შევიდა.

დღეს იყო დაკავებების სერიაც, მათ შორის პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics