|
2024-11-29 16:47:57, 519 ნახვა
საზოგადოება
მეუფე საბა - ილია მართალი წერდა: „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!“ - ამის დაცვას თაობები შეეწირა
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა - „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს, რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა,- ასე ეხმაურება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინკირველი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს. როგორც მეუფე საბა აღნიშნავს, "ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს“.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, „TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი და ოპერატორი ნიკო კოკაია და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)