|
2024-11-28 09:08:51, 943 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას, რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, აშშ-ის მარაგებიდან სხვადასხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდოს, მათ შორის სახმელეთო ნაღმები, დრონები, Stinger-ის რაკეტები და საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS). შეიარაღების პაკეტის შესახებ კონგრესს ოფიციალურად, შესაძლოა, ორშაბათს აცნობონ. მისი შემადგენლობა და ზომა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ბაიდენის ხელმოწერამდე, შეიცვალოს. მოსალოდნელია, რომ პაკეტში შედის კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც როგორც წესი, გვხვდება HIMARS-ის მიერ გაშვებულ რაკეტებში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)