08:41 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 14:48:47, 404 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი რგოლია, მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფისთვის,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სისტემის განვითარებისა და ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

„პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულია, მაგალითად, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდება. ეს არის სისტემა, რომელიც ყველაზე მეტადაა ახლოს ადამიანების საჭიროებასთან, გეოგრაფიულადაც კი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია და მოქალაქის პირველი მრჩეველია -  შეუძლია, სწორად დააკვალიანოს მოქალაქე ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად. ამ თვალსაზრისით, გვაქვს საკმაოდ დიდი, ამბიციური და მრავალფეროვანი გეგმები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics