|
2024-11-27 12:56:27, 364 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - 2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა
2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მან დეპუტატებს მიულოცა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებად არჩევა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება მომდევნო წლებში, როგორც გასულ პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს განხორციელდეს ყველა ის რეფორმა და ინიციატივა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც ასახულია საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში. ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა გასული ოთხი წლის მანძილზე დაფიქსირებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მისი თქმით, 2021-2023 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,8% შეადგინა. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 62%-ით გაიზარდა და 2023 წელს, 80 მილიარდ 882 მილიონ ლარს გადააჭარბა.
როგორც მან განაცხადა, მსგავსი ფისკალური კონსოლიდაციის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა გაიზარდა 7 მილიარდ ლარზე მეტით, ხოლო უკვე პარლამენტში წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით დამატებით იზრდება 1 მილიარდ ლარზე მეტით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)