|
2016-02-29 11:53:43, 669 ნახვა
სამართალი
გიორგი ებანოიძე საბჭოს წევრებს საკუთარ წინადადებებს აცნობს
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით 5 საკითხია გათვალისწინებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ებანოიძე საბჭოს წევრებს სასამართლოს გამართული ფუნქციონირების თაობაზე წინადადებებს აცნობს. მეორე საკითხად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავშირებული ზოგიერთი საორგანიზაციო საკითხი განიხილება, მომხსენებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეა. ასევე განიხილება გადაწყვეტილების პროექტი „საერთო სასამართლოების სტაჟირების კომისიების თავმჯდომარეთა დანიშვნის შესახებ“ (მომხსენებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე), ზოგიერთი მოსამართლის განცხადებები ბინის დაქირავებისათვის საჭირო თანხისა და საწვავის ოდენობის გამოყოფის შესახებ (მომხსენებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე), სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წერილები (მომხსენებელი სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)