|
2024-11-23 12:42:02, 418 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი -ლაბორატორია მზად არის მიიღოს ნიმუშები და ჩაატაროს სრული დიაგნოსტიკა თევზის დაავადებების მიმართულებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე თევზმომშენებელ ფერმერებსა და ლაბორატორიული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს არსებული შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თევზის დაავადებებს დიაგნოსტიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიღწევებს. შეხვედრაზე ლაბორატორიის სპეციალისტებმა პრეზენტაცია წარადგინეს მეთევზე ფერმერებისთვის საჭირო კვლევების შესახებ.
აჭარაში გამართულ შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, ასოციაციის „ფორეჯი“, საკალმახე მეურნეობის „ვაკიჯვარი“, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურბნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)