|
2024-11-22 16:40:20, 796 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინის ექსპერიმენტული ახალი რაკეტით დაბომბვას სახიფათო ესკალაცია უწოდა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინის ექსპერიმენტული ახალი რაკეტით დაბომბვას სახიფათო ესკალაცია უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შოლცმა დღეს დილით პოლიტიკურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბერლინი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ გერმანია უკრაინას Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)