|
2024-11-22 11:57:38, 446 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ დაემატა, რომელსაც ირაკლი ასათიანი, „სილკ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი უძღვება. კურსი ექვსი ვიდეოლექციისგან შედგება და განიხილავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც რესტორნის წარმატებას განაპირობებს. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ გახადოთ სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლისთვის საინტერესო, შესთავაზოთ მათ სიახლეები და მიაღწიოთ წარმატებას. ვიდეოლექციებზე მოისმენთ რეკომენდაციებს რესტორნის კონცეფციაზე, ბიზნეს პროცესების მართვაზე, გუნდის სიძლიერეზე, მენიუს შერჩევაზე, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვაზე და სხვა საკითხებზე.
ინფორმაციისთვის, კურსზე რეგისტრაცია უფასოა და მისი გავლა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერ დროს, სასურველი ადგილიდან. დარეგისტრირდით კურსზე „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ ან დაათვალიერეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)