|
2024-11-21 19:45:26, 484 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰააგის სასამართლომ არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგა
ბნელი მომენტი დადგა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია,- ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საარის თქმით, ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდენები გასცა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის, აღნიშნულ ფაქტს კი ის ისრაელის უფლებაზე თავდასხმას უწოდებს.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)