|
2024-11-21 17:52:00, 676 ნახვა
ომი უკრაინაში
სტანო - თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ესკალაციის კიდევ ერთი ნიშანი იქნება
თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა. სტანოს თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშები იმის ნიშანია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეესკალაციას არ ცდილობს.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)