|
2024-11-21 17:23:59, 766 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველა მახასიათებელი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა
ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში და როგორ ეზიზღება ღირსება, თავისუფლება და ზოგადად, ადამიანის სიცოცხლე“.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)