|
2024-11-21 12:32:25, 414 ნახვა
საზოგადოება
„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბარდასი" ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, "ბარდასს" გამორჩეულს მისი კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის. „ბარდასის“ ისტორია თორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა მისმა მეპატრონემ, დავით ბარდაძემ ნაქირავები ფართითა და 700-ლარიანი კაპიტალით საკანცელარიო მაღაზია გახსნა. წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა, ბიზნესი, წლებთან ერთად გაიზარდა, განვითარდა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა. 2019 წელს, "თიბისის მხარდაჭერით", დავით ბარდაძემ მიწა შეიძინა და საკუთარი კომერციული ფართი ააშენა. 140 მ2 შენობის შევსება მარტივი არ აღმოჩნდა. ამიტომ, დახმარებისთვის ისევ "თიბისის" მიმართა და ბიზნესესხით სარეალიზაციო საქონელი შეიძინა. დავითი მაღაზიას მეუღლესთან ერთად უძღვება და დამატებით, კიდევ ოთხი თანამშრომელი ჰყავს. გრძელვადიან გეგმებში ონლაინ მაღაზიის ამუშავებას მოიაზრებს, თუმცა მანამდე, "ბარდასის" გაფართოებას და მეორე სართულის აშენებას, ასევე ბაკურიანში ფილიალის გახსნას გეგმავს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)