02:47 - 14 Aug, 2026
|
2024-11-20 14:52:26, 651 ნახვა
ომი უკრაინაში
საჰაერო საფრთხის გამო, კიევში აშშ-მა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა საელჩოები დახურეს
უკრაინის დედაქალაქ კიევში, საჰაერო საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებული შტატებმა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა საელჩოები დროებით დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინაში ესპანეთის საელჩოს განცხადებით, "უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო" დღეს, 20 ნოემბერს საელჩო დაიხურება. ესპანეთის საელჩომ უკრაინაში მცხოვრებ ესპანეთის მოქალაქეებს აცნობა, რომ "უსაფრთხოების ზომები მიიღონ, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს მიჰყვნენ და დარწმუნდნენ, რომ თავშესაფართან ახლოს არიან". აშშ-ისა და ესპანეთის საელჩოების შემდეგ კიევში თავიანთი საელჩოების დროებით დახურვის შესახებ იტალიამ და საბერძნეთმაც გამოაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)