17:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 23:43:14, 721 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters: კიევი ამზადებს რუსეთზე პირველ დარტყმებს უკვე უახლოეს დღეებში

უკრაინა აპირებს პირველი დარტყმების განხორციელებას ამერიკული შორი მოქმედების იარაღით "უახლოეს დღეებში", წერს Reuters, სიტუაციის მცოდნე სამ თანამოსაუბრეზე დაყრდნობით. მომავალი ოპერაციების დეტალები არ არის მოწოდებული ოპერატიული უსაფრთხოების საკითხების გამო.

ვაშინგტონმა შეამსუბუქა კიევის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენების შეზღუდვები ხარკოვზე რუსეთის შეტევის დაწყების შემდეგ. შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ნება დართო უკრაინას, განეხორციელებინა დარტყმები HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან რუსეთის ძალების წინააღმდეგ საზღვართან ახლოს.

ATACMS რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეების დარტყმა 300 კილომეტრამდე მანძილზე.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა უკრაინას ვაშინგტონიდან მიღებული შორი მოქმედების იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის აკრძალვა. - ამის შესახებ, ამერიკული მედია  იტყობინება. The New York Times-ის (NYT) თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია ATACMS ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics