|
2024-11-15 10:43:12, 384 ნახვა
საზოგადოება
შვეიცარიაში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე 8 მწარმოებლის, 25 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარე Expovina-ს საგამოფენო სივრცე 9 გემზე მოეწყო და ათასობით სტუმარს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეღვინეობის პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც, რომელიც გამოფენაზე „ქართული ღვინის სახლმა (GeoHauss) წარადგინა. მათივე ინფორმაციით, გამოფენის Expovina გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე დაესწრო. “შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინით დაინტერესების ზრდის ტენდენცია იმ მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად მივიღეთ, რომელსაც ბოლო წლებია ვახორციელებთ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. აქტიურად უნდა გავაგრძელოთ ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის მიმართულებით მუშაობა. მოგეხსენებათ, Expovina შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ორი კვირის განმავლობაში ათასობით სტუმარს, მათ შორის, ღვინის ექსპერტს, სომელიეს, ჰორეკა სექტორის, მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მომავალ წელს Expovina-ს რიგით 70-ე, საიუბილეო გამოფენა გაიმართება, მზადებაც შესაბამისია. გვინდა ქართული ღვინო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“,- განაცხადა დავით ტყემალაძემ. “გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გამოფენის Expovina აღმასრულებელ დირექტორს, პასკალ შლიტლერს შეხვდა. მხარეებმა 2025 წელს, Expovina-ს რიგით 70-ე გამოფენაზე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს. კახა ჭოტიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის ბაზარი არის ძალიან ობიექტურად მომთხოვნი ხარისხის მიმართ, რაც განაპირობებს ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებასაც. “ადგილობრივი ბაზრის შესწავლის შედეგად, შევარჩიეთ 25 სახეობის ღვინო, რომელიც წარდგენილია გამოფენაზე. Expovina არის ყველაზე პრესტიჟული ღვინის გამოფენა შვეიცარიის მასშტაბით. ამ გამოფენაში უკვე მეოთხეჯერ ვიღებთ მონაწილეობას ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით. მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის და ცნობადობის ამაღლებას შვეიცარიაში, რაც ზრდის ქართული ღვინის გაყიდვებს“,- განაცხადა “ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss) დირექტორმა, ზვიად არაბიძემ. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, “ქართული ღვინის სახლი“ 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)