13:45 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 14:15:02, 440 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

საქართველოში უკვე მეორედ, 29  ნოემბერს, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - Ecommerce Day 2024 გაიმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა,  ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული პატრნიორობის შექმნაა.

ღონისძიებაზე ისეთი კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, როგორიცაა: Amazon Web Services, eBay, Flitt და ბევრი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი. ქართველი და უცხოელი სპიკერები კი აქცენტს გააკეთებენ რეგიონალური სიახლეების, ინოვაციების, საქართველოში ელექტრონული კომერციისა და სხვა საინტერესო თემებზე.

"საქართველოს ბანკისთვის" ბიზნესების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია. საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებისა და ამ მიმართულებით მომუშავე ბიზნესების გაძლიერების მიზნით კი ბანკი არაერთი აქტივობის მხარდამჭერია.  სწორედ ამიტომ, წელს უკვე მეორედ, ბანკი  ელექტრონული კომერციის დღის პარტნიორია. ღონისძიების მიზანია, ერთის მხრივ, დამსწრე აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული სფეროს სიახლეების, ტრენდებისა და ინოვაციების შესახებ, მეორეს მხრივ კი ბიზნესებს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესაძლებლობა მისცეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

Ecommerce Day 2024 – ის ღონისძიების ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics