|
2024-11-14 09:56:23, 495 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი ტრამპს: უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ს ინტერესებში შედის
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენმა ტრამპთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა: უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ თავდაცვით ომში შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. თავად ტრამპმა, The New York Post-ის (NYP) ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტს დაეთმო. „მინდოდა მცოდნოდა მისი (ბაიდენის) შეფასება სიტუაციის შესახებ და რას ფიქრობდა იგი“, - ციტირებს გაზეთი არჩეულ პრეზიდენტის. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჰპირდა თავის წინამორბედ და მემკვიდრე დონალდ ტრამპს, რომ უფლებამოსილების გადაცემა შეუფერხებლად წარიმართებოდა. მათი შეხვედრა ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგა. 81 წლის დემოკრატმა და 78 წლის რესპუბლიკელმა ხელი ჩამოართვეს ოვალური ოფისის ანთებული ბუხრის წინ. "პოლიტიკა რთული ბიზნესია და ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ძალიან ლამაზი სამყარო. მაგრამ დღეს ეს მშვენიერი სამყაროა და მე ნამდვილად ვაფასებ მას", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ. თეთრი სახლის პრესმდივნის კარინე ჟან-პიერის განცხადებით, პოლიტიკოსებს შორის საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. „მათ განიხილეს ეროვნული უსაფრთხოებისა და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ქვეყნის და მსოფლიოს წინაშე დგას“, - განუცხადა მან პრესას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)