|
2024-11-13 12:09:17, 355 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის განთავსებისა და რეალიზაციის წესი 2026 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება
თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედების თარიღმა 2026 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო რამდენიმე წლით გადავადებული რეგლამენტის ამოქმედების ახალი თარიღის განსაზღვრასთან ერთად, შესაბამისმა სამსახურებმა ერთი წლის განმავლობაში ამ საქმიანობით დაკავებული მეწარმე-სუბიექტების ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმირება უნდა უზრუნველყონ.
თბილისის მერმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში აქტიური ჩართულობა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, ასევე თბილისის მუნიციპალური ინსპექციისა და გამგეობების წარმომადგენლებს დაავალა.
თბილისის მერის თქმით, ახალ რეგულაციასთან მეწარმე-სუბიექტების ადაპტირების მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა უზრუნველყოს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)