14:49 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 14:16:10, 420 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება არ დაუშვან

სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავრცელებს.

ომბუდსმენი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ასეთი შემთხვევები, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან გახშირდა და მოუწოდებს მათ, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა დამამცირებლად მოხსენიებისა და სტიგმის შემცველი დამოკიდებულების გამოხატვის ბოლო პერიოდში გახშირებულ შემთხვევებს, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან.

სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმა კვლავ ძლიერია ქვეყანაში და ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორო მოპყრობის სამიზნე, ხოლო საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება აფერხებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობა არსებული სტიგმის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან“,- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics