|
2024-11-11 16:53:16, 540 ნახვა
საზოგადოება
განათლების გზაზე არ გაჩერდე - „საქართველოს ბანკი“ თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია
15-17 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი "საქართველოს ბანკია". თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ათობით გამომცემლობის წიგნები, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები და ისარგებლონ ფასდაკლებით. საგამოფენო სივრცეში ასევე გაიმართება შეხვედრები მწერლებთან, ჩატარდება დისკუსიები აქტუალურ თემებზე, წარმოდგენილი იქნება გასართობი და შემეცნებითი პროგრამები. ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ "საქართველოს ბანკის" სპეციალური შეთავაზებით - დააგროვონ 30-ჯერ მეტი ქულა "საქართველოს ბანკის" პოსტერმინალზე PLUS ბარათით გადახდისას. sCool Card-ითა და Student Card-ით გადახდისას კი მოსწავლეები და სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებითა და ქეშბექით. ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე. "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, "საქართველოს ბანკის" ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, "საქართველოს ბანკი" ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა "საქართველოს ბანკის" 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. "საქართველოს ბანკის" მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად. "საქართველოს ბანკის" CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:csr.bog.ge
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)