|
2024-11-08 12:45:44, 401 ნახვა
საზოგადოება
ცოდნის გაზიარებისა და პროცესების გამჭვირვალობისთვის, „თიბისიში“ ეჯაილ გილდიის შეხვედრები გრძელდება
“თიბისისთვის“, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მის გავრცელებასა და პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას ემსახურება. “თიბისი“, როგორც საუკეთესო ტექ.დამსაქმებელი, თანამშრომლების პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს, შესაბამისად, დიდ ყურადღებას უთმობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას. სესიები თვეში ერთხელ, ჰიბრიდულ ფორმატში იმართება და მისი თემატიკა იმ დროისთვის არსებული გამოწვევებისა და აქტუალური თემების შესაბამისად ირჩევა. “ეჯაილ გილდიის შეხვედრებზე, წარმატებულ ან წარუმატებელ რეალურ მაგალითებზე ვსაუბრობთ. ასევე, ამ ფორმატში ზიარდება ეჯაილ სტრუქტურაში მიმდინარე საინტერესო სიახლეები და ცვლილებები. პროცესების გაუმჯობესებაში უშუალოდ ჩართული პირები მათ წინაშე არსებულ იმ ბენეფიტებსა თუ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს თან ახლავს“,- განაცხადა ქეთა ცომაიამ, “თიბისის“ ეჯაილ მწვრთნელმა. ეჯაილ გილდიის შეხვედრების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი ინტერესების შესაბამისი დისკუსია გამართონ - ასეთ ფორმატში თიბისელების ჩართულობა საკმაოდ მაღალია და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. შეხვედრის ბოლოს, აუდიტორია სესიასთან დაკავშირებით საკუთარ უკუკავშირს აზიარებს, იმისთვის, რომ მათი სურვილები და ინტერესები მომავალი შეხვედრის თემატიკის დაგეგმვისას იქნეს გათვალისწინებული. “თიბისიში“, ეჯაილ გილდიის ბოლო შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას ლეგიონის მუშაობის განახლებული მეთოდოლოგია - Chapter Framework - გაუზიარეს, რაც პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და მის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)