|
2016-02-27 10:44:52, 735 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ, გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მინისტრი პეტრიაშვილთან პალატაში იმყოფებოდა და მას გაესაუბრა. შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)