03:44 - 14 Aug, 2026
|
2024-11-08 10:06:55, 712 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, არმიის გენერალ-მაიორი, ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა. კლიმენკოს ბრალად ედებოდა წამების ორგანიზება და თავისი ქვეშევრდომებისგან ფულის აღება ფრონტის უკანა ხაზზე გაგზავნის სანაცვლოდ. გამოცემა "ასტრას" გამოძიების თანახმად, უკრაინაში, დონეცკის მიტოვებულ შახტში კლიმენკომ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საწამებელი ბანაკი მოაწყო. იქ სამხედროებს შეტევით ჯგუფებში მონაწილეობაზე დათანხმებას აიძულებდნენ და ფულს სძალავდნენ. პაველ კლიმენკო გახდა მერვე რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. ამ დროისთვის, მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)