00:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 09:26:00, 512 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - მინდა, მივულოცო ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა - ის, რაც ითქვა უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ყურადღების ღირსია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, პუტინმა „ვალდაის“ სხდომაზე შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და ტრამპთან დიკუსიისთვის მზაობა გამოთქვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის საქციელმა მკვლელობის მცდელობისას მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი „მამაცი კაცია“.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა... მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა. ეს ნამდვილად ასე იქნება. თუ რომელიმე მათგანს, დასავლეთის ლიდერებს, სურთ კონტაქტების განახლება, ყოველთვის ვამბობდი და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მოდი, კონტაქტები განვაახლოთ და დისკუსიები გავაგრძელოთ. რას გააკეთებს ტრამპი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ რაც აქამდე საჯაროდ ითქვა... ის, რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ჩემი აზრით, ყურადღების ღირსია“,- განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics